ხელმეორედ ქორწინების რეგისტრაციის დროს პირს განქორწინების მოწმობის წარდგენა აღარ მოუწევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში უკვე შევიდა, რომლის თანახმადაც კანონიდან 1121 მუხლი აღმოღებულია, რაც ხელმეორედ დაქორწინების წესებს ითვალისწინებდა.
დღემდე არსებული ნორმით, ხელმეორედ ქორწინების შემთხვევაში პირი ვალდებული იყო ქორწინების რეგისტრაციისას წარედგინა მოწმობა წინა ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
იმ შემთხვევაში კი თუ ერთ-ერთი მეუღლე გარდაცვლილი იყო, მეორე მეუღლის ახალი ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი იყო ასევე მეუღლის გარდაცვალების მოწმობის წარდგენა.
მასალის გამოყენების პირობები