შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება მხოლოდ მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით დაიშვება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები უკვე განხორციელდა.
დღემდე არსებული კანონმდებლობა შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ქორწინების საკითხებს არ ითვალისწინებდა.
კანონში განხორცილბული ცვლილბების თანახმად, კი 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება – მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
მასალის გამოყენების პირობები