ლეიბორისტული პარტიის პარტიის გენერალური მდივანი, სოსო შატბერაშვილი აცხადებს, რომ იმერეთის ახალი გუბერნატორი, ლაშა მაქაცარია თანამდებობაზე შესაბამისი "დამსახურებების" გამო დაინიშნა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შატბერაშვილმა განაცხადა, ლაშა მაქაცარია 2005 წელს საკრებულოში მომხდარი ჩხუბის ორგანიზატორი იყო. შატბერაშვილის თქმით, მისი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად მუშაობის დროს მოხდა არაერთი შენობის დემონტაჟი.
იმერეთის ახალ გუბერნატორს ლეიბორისტები "იმედის" დარბევაშიც ადანაშაულებენ.
"მაქაცარია 2005 წელს საკრებულოში მომხდარი ჩხუბის ორგანიზატორი იყო როდესაც ლეიბორისტული პარტიის 6 კაციან ფრაქციას თავს 120 კაციანი ზონდერბრიგადა დაესხა. ამის შემდეგ ის დააწინაურეს და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად დანიშნეს, რა დროსაც მოხდა არაერთი შენობის და ბიზნესობიექტის უკანონო დემონტაჟი. მაქაცარია იყო 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის მთავარი დამგეგმავი და ორგანიზატორი. ჩვენი მიზანია დავანახვოთ საზოგადოებას, თუ რა დამსახურებებისათვის დაინიშნა ლაშა მაქაცარია იმერეთის გუბერნატორად", _ განაცხადა შატბერაშვილმა.