უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დასაკვირვებლად საქართველოდან დიდი დელეგაცია ჩავა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დელეგაციის წევრთა ნაწილი არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით დააკვირდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არცევნები 17 იანვარს გაიმართება.