თბილისის ივანე ჯავახვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, სამხედრო და პოლიტიკური საკითხების ექსპერტი, კახა კაციტაძე 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახა კაციტაძე იყო ასევე დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი.
კახა კაციტაძე 1959 წლის 17 სექტემბერს თბილისში დაიბადა. იგი არის 5 მონოგრაფიისა და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.