16 თვიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები რამდენიმე საათში სამშობლოში დაბრუნდებიან.
ისინი კენიიდან "აირზენას" სპეცრეისით ბათუმის საერთაშორისო აერპორტში დღის მეორე ნახევარში ჩამოვლენ.
მათთან ერთად კენიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი იმყოფებოდა, რომელიც საქართველოს პრეზიდნეტის დავალებით მეზღვაურების გათავისუფლებაში პირადად მონაწილეობდა.
ასევე ადგილზეა ქართველ მედიკოსთა და ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომელმაც მეზღვაურებს გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს. როგორც "რუსთავი 2"-ს გიორგი კარბელაშვილმა განუცხადა ყველა მეზღვაური ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ თავს კარგად გრძნობს.
"ყველაფერი დასრულდა, როგორც ჩაფიქრებული იყო სახელმწიფოს მიერ იყო , აქ იმყოფებიან ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც ყველანაირი კვლევა ჩაუტარეს ჩვენ მეზღვაურებს. ყველა ნორმლურ მდგომარეობაშია და დღეს დაახლოებით 3 დან 5 საათამდე თვითმფრინავი დაეშვება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში", - განაცხადა გიორგი კარბელაშვილმა.
ქართველი მეზღვაურები 2010 წლის სექტემბერში ხომალდით მეკობრეებმა დაატყვევეს და გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ.