„ქრისტიან-დემოკრატები" 5-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჯანმრთელობის დაზღვევას მოითხოვენ.
როგორც „ქრიატიან-დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა მაგადა ანიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 5-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სულ 3000 ბავშვია.
„როგორც იცით 0-დან 5 წლამდე და პირველი ჯგუფის ინვალიდი ბავშვების ჯანმრთელობის დაზღვევას სახელმწიფო განახორცილებს, თუმცა რჩება კიდევ 5-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონეები და მიგვაჩნია, რომ მათთან მიმართებაში სახელმწიფოს ქმედება დისკრიმინაციულია", - მიაჩნია ანიკაშვილს.
ამასთან, დეპუტატის თქმით, სახელმწიფოს მათი დაზღვევა 200 ათას ლარი დაუჯდება და „ქრისტიან-დემოკრატების" მის გათვალისწინებას სახელმწიფო ბიუჯეტში პირველივე ცვლილების განხორცილებისთანავე მოითხოვენ.