1-ლი თებრვლიდან ნუმერაციის რესურსით სარგებლობისთვის გადასახადი დაწესდება. აღნიშნულთან დაკავშირებით „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" კანონში ცვლილებები უკვე განხორცილდა.
ცვლილებების თანახმად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა - 100 ლარი ეღირება.
ამასთან, კანონიდან ამოდის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი, რომელიც თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით სარგებლობაზე მოსაკრებელს ითვალისწინებდა.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილბები ძალაში 2012 წლის 1 თებერვლიდან შედის.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბრძანებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოაწერა.