წელიწადნახევრიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლებული მეზღვაურები დაახლოებით სამ საათში კენიის ერთ-ერთ პორტში უნდა ჩავიდნენ. ქალაქ მონბასაში მათ ქართული დელეგაცია დახვდება. კენიიდან ქართველი მეზღვაურები "აირზენას" სპეციალური რეისით 14 იანვრამდე ჩამოფრინდებიან. 15 ქართველ მეზღვაურს ოჯახის წევრები ბათუმში ელოდებიან. სომალის ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური საპორტო ქალაქი ჰარანდჰერე მეზღვაურებმა რამდენიმე დღის წინ დატოვეს. წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტის უშუალო კონტროლით მიმდინარეობდა.
"თბილისის დროით პირველი საათისთვის ჩამოვლენ მეზღვაურები. პრეზიდენტის დავალებით უზრუნველყოფილია სამედიცინო ჯგუფი და სხვადასხვა სამსახურები. მოხდება მათი საზღვრის გადმოკვეთვა. შემდეგ მოხდება მათი სამედიცინო შემოწმება. საპასპორტო პრობლემები თავისთავად მოგვარებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით. შემდეგი სვლა გვრჩება საქართველოსკენ გამოფრენა. ეს პრობლემაც მოგვარებულია. ქართული ბორტი იმყოფება კენიაში. 13-14 იანვარს ჩვენ ალბათ საქართველოში ჩამოვფრინდებით", - განაცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელოფონო საუბარი ეკონომიკისა და მგდრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი კარბელაშვილმა.