უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი დაგვიანებით შესრულდა.
ნისლისა და ცუდი ხილვადობის მიზეზით გარკვეული დროით დაიგვიანა კიევის, სტამბულის, ბაქოს, თელ-ავივისა და ვარშავის რეისებმა. თუმცა არცერთი ფრენა არ გადადებულა.
თბილისის აეროპორტის წარმომადგენლების განცხადებით, აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს და რეისების დაგვიანება მხოლოდ უამინდობამ გამოიწვია.