საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მტერი გიჟს ჰგავს. მისი თქმით, ომიდან 4 წლის თავზე კარგად ჩანს, როგორ განვითარდა საქართველო.
"მათ ძალიან გაგვაწვალეს და სისხლი გაგვიშრეს. ომიდან 4 წელიც არ გასულა და შეხედეთ, სად არიან ისინი და სად ვართ ჩვენ. ნახეთ, რა ხდება მათ დედაქალაქში. ნახეთ, როგორია მათი ეკონომიკური ზრდა. ამდენი ნავთი და გაზი აქვთ, მთელი მსოფლიოს ინფრასტრუქტურა მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ძვირდება საწვავი და უამრავი კონფლიქტია და მიუხედავად ამისა, ყოველი მეოთხე აპირებს გაქცევას. საქართველო, რომელიც მათ პოლიტიკურ ცხედრად გამოაცხადეს, დგება ფეხზე. მოლდოვაში, კავკასიაში, უკრაინასა და შუა აზიის ქვეყნებში ოცნებობენ იმაზე, რაც არის საქართველოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთში იმ ხალხი, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, საქართველო ესახებათ, როგორც მისაბაძი მაგალითი.
"განსაკუთრებულად მაგრად გაკეთებული გორი არის ჩვენი მტრისთვის ჩვენი პასუხი, რადგან გორი არის აღორძინების სიმბოლო", - განაცხადა სააკაშვილმა გორში ახალი საავადმყოფოს გახსნისას.