ხვალ, 12 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან 3 წელი სრულდება. 2008 წლის 12 იანვარს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 53,47 %-ით მიხეილ სააკაშვილი გამარჯვებულად გამოაცხადა.
რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა მიიღო ხმათა 53,47% და მეორე და უკანასკნელი ვადით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნები დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, მაგრამ მისმა შედეგებმა გამოიწვია პროტესტი, რაც 6, 13 და 20 იანვრის საპროტესტო აქციებში გამოიხატა. სააკაშვილის პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ხმათა 59%-ით მოიგო იმავე წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.