"ხალხის პარტიის" ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყოფილი თანხები საერთო მიზნებს ემსახურება.
"ჩვენ ვიმყოფებით კოალიციაში პირობითი სახელით "ქართული ოცნება", რომელშიც ჩვენს გარდა არიან ჩვენი კოლეგები - ზვიად ძიძიგური, "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები" და ეს თანხები წარმოადგენს საერთო მიზნებისთვის განკუთვნილ თანხებს", - განაცხადა კობა დავითაშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, თინა ხიდაშელისთვის მიცემული 20 000 ლარი დიდ თანხას არ წარმოადგენს.
"მინდა ვთქვა, რომ მაკვირვებს აქცენტი იმაზე, რომ ეს საოცრად დიდი თანხაა, რადგან თინა ხიდაშელი დაახლოებით ამდენივეს იღებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, როგორც საკრებულოს წევრი. ჩვენ ვართ პროფესიონალი პოლიტიკოსები და დაახლოებით ამ ტიპის ხელფასს ვიღებთ", - აღნიშნა დავითაშვილმა.