ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძეს გადაწყვეტილი აქვს მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური პარტიის დაარსებაში და ახლადშექმნილი პარტიის მეშვეობით კენჭი იყაროს საპარლამენტო არჩევნებში. ამის შესახებ დღეს ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინა ხვედელიძის ერთ-ერთმა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმისთვის რათა ხვედელიძის აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელებაში ხელი არ შეეშალოს, სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა, მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
"იმისთვის, რომ ხვედელიძემ სისრულეში მოიყვანოს მისი გადაწყვეტილებს პოლიტიკური პარტიის დაარსების, მის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებსა და პოლიტიკური პარტიის მეშვეობით საქართველოს პარლამენტის წევრად კენჭისყრაზე, ის აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.", - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება იქამდე არ შედის ძალაში, სანამ ის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომ ინსტანციებს არ გაივლის ან გასაჩივრების ვადა არ გაუვა.
"მაგრამ არის გამონაკლისი, როდესაც განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, რომ პირს შეუძლია მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და მას სთხოვოს, რომ გადაწყვეტილების ესა თუ ის ნაწილი, იქამდე სანამ ის კანონიერ ძალაში შევა, მიაქციოს ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამ უფლებით ისარგებლა ეკატერინა ხვედელიძემ და მიმართა მოსამართლეს, რომ ემსჯელა და გადაეწყვიტა გადაწყვიტილების ამ ნაწილის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად", - განაცხადა კბილაშვილმა.
კბილაშვილის განმარტებით, თუ დაუყოვნებლივ არ იქნა ხვედელიძის მოქალაქეობის გადაწყვეტილება აღსასრულებლად მისაცემი, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს თავისი გადაწყვეტილების, რადგან ეს პროცესი შეიძლება მთელი 2012 წლის განმავლობაში გაიწელოს, რადგან კიდევ ორი ინსტანციაა გასავლელი.