სომხურ ეკლესიაში ხანძრის გაჩენას საგანგებო სტუაციათა სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე უარყოფს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მან განუცხადა ეკლესიას საფრთე არ ემუქრება.
"გუშინ და გუშინ წინ იყო გამოძახება იქვე მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავს ეკიდა ცეცხლი. ეს ეკლესიას არ შეხებია. ჩვენ გავასუფთავეთ ყველაფერი და ამ ეტაპზე ტაძარს საფრთე არ ემუქრება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორგაძემ.
სომხური სამოციქულო ეკლესია სრული დასახელება „სომხური მართლმადიდებლური, სამოციქულო ეკლესია" ერთ-ერთი უძველესი ეკლესია მსოფლიოში. ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, სომხეთმა პირველმა პირველმა მიიღო სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა. იწოდება სამოციქულოდ, ვინაიდან სომხური ტრადიციის თანახმად, სომხეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები იყვნენ იუდა და ბართლომე მოციქულები.