აღნიშნულთან დაკავშირებით ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება უკვე ძალაშია, რომლის თანახმადაც შემოღებულა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის; დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მიღებული გადაწვეტილების თანახმად, მშენებლობის ნებართვა შემდეგნაირად განისაზღვრა: ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის - ერთი ლარის ოდენობით; ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის - ხუთი ლარის ოდენობით.
რაც შეეხება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს, ერთ სულ მოსახლეს თვეში 0,5 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო იურიდიული პირებისთვის, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის აღნიშნული თანხა 0,05 -დან 0.57 ლარამდე მერყეობს.
ამასთან, საკრებულოს გადაწყვეტილებით სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 20 000 ლარის, თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2250 ლარის, თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%; სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 30 000 ლარის; აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 1 000 ლარის ოდენობით მოუწევთ გადახდა.