საავტორო უფლებათა ასოციაციამ 2011 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა. ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიგა კობალაძემ პრესკონფერენციაზე მათ მიერ 2011 წლის მანძილზე გაწეული მუშაობის, მათ შორის გაცემული ლიცენზიების, შეგროვებული და ავტორებზე განაწილებული ჰონორარების რაოდენობის, საავტორო უფლებათა დარღვევების გამოვლენის და სასამართლოში საქმეთა წარმოების შესახებ ისაუბრა.
"სტატისიკური მონაცემები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ასევე გაზრდილია გადახდილი და შეგროვებული ჰონორარების რაოდენობაც, დარეგულურებულია სასამართლო დავების მიმდინარეობა და მთლიანობაში შემიძლია გითხრათ, რომ მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. კმაყოფილი ვარ ასოციაციის თანამშრომლების მუშაობით, რომელთაც მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენ კვლავ, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას", - განაცხადა გიგა კობალაძემ.