ხაშენში, კარდენახში, ბაკურციხესა და ვეჯინში, გურჯაანის თითქმის ყველა სოფელში გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.
ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო, რომელიც დაახლოებით 60 ჰექტარზე გავრცელდა. 3 ჰექტარ ფართობზე ატმის ბაღი, 2 ჰექტარზე კი ვენახი განადგურდა.
ხანძარი იყო ყვარელშიც, სადაც ასევე ხმელი ბალახის დაწვის შედეგად, ცეცხლი რამდენიმე ჰექტარს მოედო.
ხანძრის გაჩენის მიზეზად მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება.