საქართველოში რელიგიური უმცირესობების დაცვის შესახებ რომის პაპმა ვატიკანში აკრედიტებულ დიპლომატებთან ყოველწლიური შეხვედრისას ისაუბრა.
ბენედიქტე მეთექვსმეტე ქართულ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, კონკრეტულად კი იმ კანონს შეეხო, რომლის მიხედვით, რელიგიური უმცირესობები საჯარო იურიდიულ პირებად ცხადდებიან და მას რელიგიური თავისუფლების მხრივ გადადგმული დადებითი ნაბიჯი უწოდა.
ვატიკანში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რომის პაპი ტრადიციულად ყოველ წელს, ახალი წლის შემდეგ დღეებში ხვდება და მათთან გასულ წელს აჯამებს.