მასაჩუსეტის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ ნიუ-ჰემპშირის შტატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და რესპუბლიკური პარტიიდან ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე დასახელების რეალური კანდიდატი გახდა.
რომნიმ ხმების 40 %-ი მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლი 23 %-ით, ხოლო მესამე ადგილზე იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი ჯონ ჰანტსმენი - 17 %-ით.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, რომნიმ მადლობა გადაუხადა მის მხარდამჭერებს.
"დღეს ისტორიული დღეა ამერიკელები დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენი მომავალი უფრო ნათელი და უკეთესია, ვიდრე ამჟამინდელი მძიმე დრო" - განაცხადა რომნიმ.
სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნები ამჟამად რომ გამართულიყო, მიტ რომნი ბარაკ ობამასთან მხოლოდ 5 %-ით დამარცხდებოდა.