11 იანვარს, 14:00 საათზე, დავით აღმაშენებლის ხეივანი 13-ე კმ-ზე გაიმართება ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მორიგი სხდომა. სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 1. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენა/დანიშვნა; 2. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შინაგანაწესის განხილვა-მიღება; 3. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის აპარატის საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები