დღეს, 11 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია პრესკონფერენციას გამართავს, რომელზედაც 2011 წლის საქმიანობის შედეგებს შეაჯამებს.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება სტატისტიკური ინფორმაცია ასოციაციის მიერ 2011 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის, მათ შორის გაცემული ლიცენზიების, შეგროვებული და ავტორებზე განაწილებული ჰონორარების რაოდენობის, საავტორო უფლებათა დარღვევების გამოვლენის, სასამართლოში საქმეთა წარმოების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
დეტალური ინფორმაცია წლიური შედეგების შესახებ უახლოეს მომავალში ბეჭდური სახით გამოქვეყნდება.