კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელ ნათია მოგელაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მონიტორინგის სამსახურმა ალტერნატიული წყაროდან მოიპოვა.
"კონტროლის პალატამ კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოითხოვა მათგან ინფორმაცია პირველი ნოემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით მათ მიერ განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებზე. "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა უარი განგვიცხადეს ამ ინფორმაციის მოწოდებაზე. როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციას და ბიძინა ივანიშვილს გააჩნიათ შესაბამისი არგუმენტები, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ვუზრუნველვყოთ გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ნათელი გავხადოთ როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე მათთან პირდაპირ თუ არა პირდაპირ დაკავშირებული გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანთა შესახებ ინფორმაცია. ამ მოტივაციიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ მოპოვებული ალტერნატიული წყაროდან "ქართული ოცნების" ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დასახელებულ პერიოდში, ოფიციალურად განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მიიღოს ეს ინფორმაცია ამომწურავად", - განაცხადა მოგელაძემ.
მისი თქმით, მონიტორინგის სამსახურის მოთოვნა სეგმენტებად დაყოფილი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატამ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ფინანსური საქმიანობის შესახებ 01/11/2011-01/01/2012 ინფორმაცია გამოაქვეყნა.