საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ფარგლებში მცხეთაში სამედიცინო ცენტრი გახსნა.
სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგის" მიერ აშენებული კლინიკა 25-საწოლიანია და 100 ადგილობრივი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებულია.
საავადმყოფო მომხმარებელს ამბულატორიულ, სტაციონარულ, თერაპიულ და სხვა სახის მომსახურეობას სთავაზობს. კლინიკის მშენებლობაში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.