სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის საკუთარ ხალხს სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ასადის გადადგომის მოთხოვნის საპროტესტო აქციები, რომლებიც შემდეგ არეულობებში გადაიზარდა, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, არეულობებს 3000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.