კაპიტანი მემედ ზაქარაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ის 508 დღის განმავლობაში სხვა ქართველ მეზღვაურებთან ერთად სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, ისინი უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ და ეს იყო "ჯოჯოხეთური წამება, შიმშილი, უწყლობა და ცემა".
"როგორც 15 ქართველი მეზღვაურის, ასევ თურქეთის 3 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარგად ვართ, დაცვის თანხლებით ვიმყოფებით გემზე", - განაცხადა ზაქარაძემ.
ქართველი მეზღვაურები ამ დროისთვის ინდოეთის ოკეანეში იმყოფებიან და აფრიკის ერთ-ერთი ქალაქის პორტისკენ მიემგზავრებიან, სადაც 12 იანვრას შევლენ.