აბანოთუბნის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ბოლო ეტაპზე უნიკალური ნივთები აღმოაჩინეს. მათ შორისაა საკმაოდ დიდი მოცულობის ქვევრი რომელიც III-IV საუკუნეებით თარიღდება და სხვა ადრე აღმოჩენილი ქვევრებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მისი რესტავრაცია სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს.
ნაპოვნია ასევე სხვა და სხვა სახის ჭურჭელი. არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც შესაძლოა თბილისის ისტორია შეცვალოს დასრულებულია.
სამუშაოებით, რომელიც აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წელი მიმდინარეობდა ირკვევა, რომ ამ ტერიტორიაზე ვახტანგ გორგასლის მეფობამდეც არსებობდა ციხე-ქალაქი. ამას ადასტურებს აღმოჩენილი აბანოები, რომლებიც I-II საუკუნეებით თარიღდება.
არქეოლოგებმა ამავე ადგილზე III-IV საუკუნეების სამარხსაც მიაკვლიეს. სამუშაოები მერიისა და ეროვნული მუზეუმის დაფინანსებით ჩატარდა.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამ ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ მუზეუმის განთავსება.