სომალელი მეკობრეების ყოფილი ტყვეები - ქართველი მეზღვაურები საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად გემზე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფებიან.
ხომალდი სულ მალე კენიის ერთ ერთ უსაფრთხო პორტში შევა სადაც მათ ქართული დელეგაცია ელოდებათ.
გატაცებული გემის ბერძენმა მფლობელმა მეკობრეებთან მოლაპარაკებაზე უარი თქვა და ამის შემდეგ მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობა ქართულმა მხარემ აიღო, რაც საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.
პროცესი უშუალოდ პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ ხორციელდებოდა. საქართველოს მთავრობის უწყებათაშორის ჯგუფს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობს.
წელიწადნახევრიანი ტყვეობის დასრულება მეზღვაურებს ტელეფონით საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა.