ყოვლადწმინდა სამებაში 7 იანვარს, საშობაო ალილოზე მიტანილი შემოწირულობები დღეს, 10 იანვარს, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
მსვლელობა 7 იანვარს ვარდების რევოლუციის მოედნიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩა გაიარეს საპატრიარქოში მივიდნენ.
საპატრიარქოდან მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით, ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდა, ხოლო მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან მივიდა. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძართან დასრულდა.