ირანმა ფორდოუში მდებარე მიწისქვეშა დაწესებულებაში ურანის გამდიდრება განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ტელევიზია ავრცელებს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის წარმომადგენელმა ალი ასგარ სოლტანემ განაცხადა, რომ ყველა სამუშაო ამ ქარხანაში და ნათანზში მდებარე დაწესებულებაში სააგენტოს დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.
დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ირანი ატომური ენერგეტიკის განვითარების პროგრამის საფარქვეშ ბირთვულ იარაღს ქმნის.