ეროვნული უშიშროების საბჭოს საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგო დამტკიცდა. ბრძანებულებას „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა.
ბრძანებულების მიხედვით, საშტატო ერთეული შემდეგნაირად განისაზღვრა: ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომლის თანამდებობრივი სარგო -3540, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 4 მოადგილე
თანამდებობრივი სარგო - 2950, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ორი თანაშემწეს თანამდებობრივი სარგო ექნება - 1200, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მრჩეველი - 850, ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი - 2 100, მთავარი მრჩეველი -1100, საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი - 2100, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - 1800, მთავარი მრჩეველი - 1100, მრჩეველი - 850, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი - 2100, დირექტორის მოადგილე - 1800, მთავარი მრჩეველი -1100, მრჩეველი - 850.
ასევე ადამიანის უფლებათა, უმცირესობებისა და კანონის უზენაესობის დეპარტამენტის დირექტორი - 2100, მთავარი მრჩეველი -1100, ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი - 2100, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - 1800, მთავარი მრჩეველი - 1100, მრჩეველი - 850, ფინანსური მენეჯერი - 1300, ბუღალტერი - 850.