შანიძის 22 ნომერში მომხდარი კრიმინალური გარჩევისას დაჭრილი გიორგი ნადირაძე დღეს გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაციონარში შეყვანის დღიდან კრიტიკულად ფასდებოდა.
ინციდნეტისას დაჭრილი კორკოტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და ექიმების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევა შანიძეზე 2 იანვარს, გამთენიისას მოხდა. ორივე ახალგაზრდას ცეცხსასროლი იარაღისგან მიყენებული ზიანი ჰქონდა. შანიძეზე სავარაუდოდ სხვადასხვა იარაღით ისროდნენ. გავრცელებული ინფორმაციით გია კორკოტაშვილის ვაჟსა და მის მეგობარს სახლთან 4 უცნობი პიროვნება ელოდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით მომხდარი ფაქტი წარსულში დაწყებულ ინციდენტს უკავშირდება.