სენაკში რკინიგზაზე სატვირთო მატარებელმა 80 წლის ქალი გაიტანა. თამარ ზახაროვა რელსებზე სადგურის სიახლოვეს გზაზე გადადიოდა.
მოხუცმა გამაფრთხილებელი ნიშნები ვერ შეამჩნია. თამარ ზახაროვა სენაკში ფოთის ქუჩაზე მარტო ცხოვრობდა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მემანქანეს გამოძიება ტვირთის ადგილზე ჩატანის შემდეგ დაკითხავს.