ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ნადირობისა და თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები დაამტკიცა. ბრძანებას ხელს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აწერს.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ნადირობისა და თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები დაამტკიცა. ბრძანებულების მიხედვით, ნადირობა ნებადართულია არჩვზე - 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე; კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; ჯიხვზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე; კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე; მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე; ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე; ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე; გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე; შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე.
რაც შეეხება ფრინველებზე ნადირობას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შემდეგ ვადებში განსაზღვრა - კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე; ხოხობზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; კაკაბზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; დურაჯზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; გნოლზე - 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) - აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე; ტყის ქათამზე - 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე; წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) - 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.
იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია: არჩვზე - 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე; კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე; მურა დათვზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; ჯიხვზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ნიამორზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე; ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე; კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე; მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე; ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე; მგელზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; ტურაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; მელაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე; ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე; ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე; გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე; შველზე - 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე; ენოტზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე; კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე; კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე; ხოხობზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე; კაკაბზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე; დურაჯზე - 1 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე; გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე.