რინგერის საინფუზიო ხსნარი 500 მილიგრამი, სერია 10 32 905 ბ აკრძალეს. ლაბორატორიული კონტოლის და ქიმიური ექპერტიზის შემდეგ დადგინდა, რომ ის იყო ბიოლოგიურად დაბინძურებული, რის შემდეგაც სპეციალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება ის ხმარებიდან ამოიღონ.
"აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი არ აკმაყოფილებს სახელმწიფო სამედიცინო მოთხოვნებს. კერძოდ მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია და შესაბამისად არ არის სტერილური. აღნიშნულთან დაკავშირბეით იმპორტირებული კომპანიების მიმართ გატარდა სამართალდამრღვევის ოქმი", - განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ხელმძრვანელმა, დავით მაჭავარიანმა.
ჯანდაცვის სამინისტრომ საიფენქციო რინგერი აკრძალა და სააფთიაქო ცნეტრიდან მისი სასწრაფო ამოღების განკარგულება გასცა. რინგერის ხსნარის ლაბორატორიული შედეგად დადგინდა, რომ პრეპარატი დაბინძურბეულია და შესაძლოა ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
ცნობისთვის, რინგერის ხსნარს მედიკოსები ოპერაციების, დამწვრობის და ძლიერი ინტოკსიკაციის დროს იყენებენ.