ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოშია. ლაიმ ფოქსი, რომელიც ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრია ვიზიტის პირველივე დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან მდებარე საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ლაიმ ფოქსი ევროკავშირის იმ დამკვირვებლებს პირადად შეხვდა, რომლებიც მესამე წელია საოკუპაციო საზღვართან მუშაობს.
"ჩვენ ახლა ვიმყოფებით თავისუფალი და ოკუპირებული საქართველოს საზღვარზე. მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ამ მიწებზე, მაინც დგანან უცხოური ჯარები. ვფიქრობ, აუცილებელია ითქვას, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში ცხოვრობს უნდა განთავისუფლეს. მე დღეს პატივი მქონდა შევხვედროდი ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოში და სრულიად მკაფიოდ და ნათლად ითქვა რომ ქართული მხარე ასრულებს საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ითვალისწინებს ამ ტერიტორიის მილიტარიზაციის არარსებობას.უნდა იყოს მკაცრი მოთხოვნა, რომ საზღვრის ორივე მხარე იყოს თავისუფალი. სწორედ ეს არის ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზანი", - განაცხადა ლაიმ ფოქსიმ.