მუხიანში მომხდარი ინციდენტის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულზე მძიმე დაზიანება მიიღო. ახლობლების თქმით, 29 წლის გიორგი შალიკაშვილი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანამ უგონო მდგომარეობაში ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადიყვანა. ექიმების თქმით მისი მდგომაროება მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს თავის ტვინის დაჟეჟილობა და მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.
თვითმხილველები დაზუსტებით ვერ ამბობენ ახალგაზრდა მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა თუ გადმოხტა. დაშავებული შემთხვევის დროს სტუმრად დეიდასთან იმყოფებოდა და სავარაუდოდ ნასვამი იყო.