8 იანვარს, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში
დეკანოზ თავმასი ჩოხელის ლექსების კრებულის „ამღერებული ლექსები" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კრებულზე ჯვრის ტაძრის დეკანოზი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და მასში 36 ლექსია შესული, ხოლო დისკზე ჩაწერილია ლექსები, რომლებსაც ცნობილი მსახიობები კითხულობენ.
აღსანიშნვია, რომ კრებულში შესულ 11 ლექსზე სიმღერებია შექმნილი, მათ შორის არის „სნო" და „გუდამაყრელი", როელთაც ლექსების კრებულის პრეზენტაციის დროს ქართველი მომღერლები შეასრულებენ.