საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საშობაო წირვა-ლოცვას გელათის ღვთისმშობლის ტაძარში დაესწარო.
სადღესასწაულო ლიტურგია ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა. მეუფემ პრეზიდენტს აღმშენებლობის საქმეში წარმატება უსურვა, დალოცა და საშობაოდ სიმბოლურად დავით აღმაშენებლის ხატი და გელათის თაფლი უსახსოვრა.
„მე ამ ბედნიერების მომსწრე ვარ და მადლობას ვწირავ ქვეყნად შობილ მაცხოვარს, იმისათვის, რომ ჩემს ქვეყანას ამ მძიმე ისტორიის ჟამს, აღმოუჩინა პიროვნება, რომელიც აშენებს, იცავს საქართველოს. აი ასე დაჰყურებს, როგორც არწივი სრულიად საქართველოს. მინდა ეს სიტკბო გაგატანოთ გელათმა და იმერეთმა, იმის სამადლობელად, რომ მოხედე ამ წაქცეულ ქალაქს." - განაცხადა მეუფე კალისტრატემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გელათში შეკრებილ მრევლს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქუთაისის აღმშენებლობის პროცესი გაგრძელდება.