ევროზონის ქვეყნაში უმუშევართა რიცხვმა 2011 წლის ბოლოსთვის 16,372 მლნ-ს მიაღწია.
ევროკავშირის მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონე ვეროზონის ქვეყანაში ყველაზე მაღალი 1998 წელს ევროს გამოშვებამდე იყო, თუმცა გასული წლის ნოემბერში უმუშევართა რიცხვმა ძველ მონაცემებს გადაჭარბა.
არსებული მონაცემებით, ყველაზე მეტი უმუშევარი ესპანეთეთშია, რომელთა რაოდენობამ 22,9% მიაღწია, ასევე უმუშევრთა მაღალი მაჩვენებელია საბერძნეთში, ბალტისპირეთის ქვაყნებში, ხოლო ყველაზე ცოტა უმუშევარია ავსტრიაში, ლუქსემბურგში და ნიდერლანდებში.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიას გასული წლის ოქტომბრის მონაცემებით უმუშევართა რაოდენობამ აშშ - 8,6%, ხოლო 4,5% შეადგინა.