საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოში ახალი საცხოვრებელი უბანი დაათვალიერა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი 352 ოჯახისთვის საგანგებოდ მოეწყო. 9 აპრილის ქუჩაზე მათთვის 10 საცხოვრებელი კორპუსი აშენდა და კეთილმოწყობილ ბინებს 1056 მოსახლე მიიღებს. მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორიაც: დაიგო ასფალტი, დამონტაჟდა გარე განათება, შესრულდა გაზიფიცირების სამუშაოები, მოეწყო წყლსადენისა და კანალიზაციის სისტემები, გამწვანდა ტერიტორია და ბავშვებისათვის აშენდა სპორტული მოედანი. ახალი უბნის მშენებლობაზე 500 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.
პროექტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინირებით განხორციელდა.