«ალია ჰოლდინგი» საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს გთავაზობთ უცველად:
"ბოლო დღეებში «ალია ჰოლდინგის» წინააღმდეგ დაიწყო მიზანმიმართული და ბინძური კამპანია. იმის გათვალისწინებით, რომ სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები ჩვენს კომენტარებს ეთერში არასრულყოფილად და დამახინჯებულად უშვებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით «ალია ჰოლდინგი» წყვეტს სატელევიზიო კომენტარების მიცემას.
ამ აბსურდულ და ბინძურ ბრალდებებზე სრულყოფილ და ამომწურავ პასუხს «ალია ჰოლდინგი» თავისივე გამოცემის საშუალებით გასცემს და ის 9 იანვრის «კვირის ქრონიკაში» გამოქვეყნდება."