"ნაციონალური მოძრაობა" "კონტროლის პალატას წლიურ ანგარიშს "კანონით დადგენილ ვადებში" წარუდგენს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიას არ ჰქონდა ვალდებულბა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოწირულობის სრული სია მაიც გამოაქვყნა, რადგან საზოგადოების ინტერესი გაითვალისწინა.
"რაც შეეხება კანონში განხორცილბულ ცვლილბებს, იგი უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების უფრო მეტ ფინანსურ გამჭირვალობას, რაც მისასალებელია. სწორედ ამას ითხოვდა ჩვენგან, როგორც ვენეციის კომისია, ასევე ევროსაჭო და გრეკო, რომელთა რეკომენდაციების ასახვაც მოხდა კანონში", - აღნიშნა მელიქიშვილმა.
ამასთან, მმართველი პარტიის გენერალური მდივნის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ამ დრომდეც ცესკოში როგორც წლიურად განხორცილებულ შემოწირულობებს, ასევე საგადასახადო ანგარიშის ამონაწერსაც აბარებდა, შესაბამისად კონტროლის პალატასაც წლიურ ანგარიშს კანონით დადგენილ ვადებში წარუდგენს.
"ჩვენთვის მინიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გამჭირვალე იყოს", - აღნიშნა მელიქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე მოქმედი კანონით ფინანსურ ანაგრიშს ცესკოს მხოლოდ პოლიტიკური პარტიები აბარებდნენ.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიენებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლიბების შემდეგ კი ეს ვალდებულება როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ იურიდიულ პირებსაც ეკისრებთ, რომლებიც ვალდებულები არიან 1-ელ თებერვლამდე წლიური ფინანსური ანგარიში კონტროლის პალატას ჩააბარონ.