"ხალხის პარტია" ფინანსურ ანგარიშს კონტროლის პალატას იანვრის ბოლოს წარუდგენს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა.
"უცნაურია, რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი პარტიების მიერ ფინანსური ანგარიშების წარდგენაზე. ეს ვალდებულება ჩვენ აქამდე მოქმედი კანონითაც გვქონდა, თუმცა მაშინ ანგარიშს ცესკოში ვაბარებით, ახლა ამას კონტროლის პალატას წარვუდგენთ კანონით დადგენილ ვადებში ", - აღნიშნა დავითაშვილმა.
ამასთან, "ხალხის პარტიის" ლიდერი ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებას გამეოხმაურა და აღნიშნა, რომ იმის თქმა თითქოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიების ფინანსურ რესურსებს რეალურად ვერ აკონტროლებდა ტყუილია.
"ცესკოს თავმჯდომარეს სურს გაამართლოს კანონი, რომელიც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. იმის თქმა, რომ ისინი პარტიების ფინანსურ ანგარიშებს ვერ აკონტროლბდნენ ტყუილია, რადგან ჩვენ საბანკო ანგარიშების ამონაწერსაც კი ვაბარებდით", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, პარტიების მიერ როგორც დაფინანსების წყარობის, ასევე მისი ხარჯვითი ნაწილის გასაკონტროლებლად ცესკოს რეალური მექანიზმი არ გააჩნდა.