კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს, სამშენებლო კომპანია ''მშენ 07''-ის დირექტორი გიორგი დელიბაშვილი, რომელმაც თბილისში სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 4 000 000 ლარიდან, დოკუმენტების გაყალბების გზით მიითვისა, 700 000 ლარი.
დანაშაული ითვალისწინებს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებას აწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.