ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე ოჯახის წევრებთან ერთად მიულოცა. იგი პატრიარქს მეუღლისა და შვილების თანხლებით ეწვია.
როგორც ივანიშვილის პრესსამდივნო იუწყება, შეხვედრამ თბილ, მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
პატრიარქი ბერას შემოქმედებით დაინტერესდა და მის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები მოისმინა.