ხვალ, 5 იანვარს,. 15:00 საათზე (დავით აღმაშენებლის გამზირი N121) კომპანია "თელასის" ფინანსური მხარდაჭერით თბილისის სათნოების სახლში "კათარზისი" ტრადიციული კონკურსი "სუპერ ბებია და სუპერ ბაბუა 2012" ჩატარდება.
კონკურსის ყველა მონაწილესთვის კომპანია "თელასმა" ფულადი ჯილდო დააწესა.
კომპანია „თელასი" ტრადიციული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოხუცთა თავშესაფარ „კათარზისს" ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუფარავს (2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 30 აპრილის ჩათვლით). შესაბამის სერტიფიკატს სათნოების სახლს სს „თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ფანცულაია გადასცემს.