ნინო ბურჯანაძე და „დემოკრატიული მოძრაობა" უწმინდესისა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს, უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდ ხანს სიცოცხლეს. დაე მისი ლოცვა-კურთხევის მადლი კიდევ დიდხანს იფარავდეს და ეწეოდეს საქართველოს და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს.
"უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე გახლავთ. კათალიკოს-პატრიარქის ცხოვრებისა და მოღავაწეობის თითოეული დღე სავსეა საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვით, მოყვასის უსაზღვრო სიყვარულით, სათნოებითა და სასოებით", - ნათქვამია მილოცვის წერილში.