აჭარის მაღალმთიანეთში გადაუღებლად თოვს. ასევე თოვლია რიკოთზეც.
აჭარის სოფლებში თოვლის საფარი უკვე მეტრს აღწევს. რიკოთის უღელტეხილეზე კი გზა ამ დროისთვის გახსნილია, თუმცა, მთელი ღამის განმავლობაში აქ ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდული იყო.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ცივი მასები ვრცელდება. სინოპტიკოსების ვარაუდით, ხვალიდან ტემპერატურა 15 გრადუსამდე უნდა გათბეს.