თბილისის შემოსასვლელში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაუქმებული ავტოგაზგასამართ სადგურზე ბეტონის ნაგებობას დაეჯახა.
შეჯახების შედეგად მძღოლი - 33 წლის ზურაბ ქუბერაშვილი ადგილზე დაიღუპა. ცხედარი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის მთავარ პროზექტურაში გადაასვენა. მიმდინარეობს გამოძიება. ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.